четверг, 3 июня 2010 г.



პოექტის სახელი : „ ლიხს აქეთ და ლიხს იქით საქართველო გიყვარდეს“
პროექტის მოკლე აღწერა: მოსწავლეები იღრმავებენ თავიანთ ცოდნას საქართველოს ისტორიასა და გეოგრაფიაზე.
პროექტის სრული აღწერა.
საქართველო მსოფლიოს ერთ –ერთი უძველესი ქვეყანაა. მისი თითოეული კუთხე
გამოირჩევა თავისებური ბუნებრივი პირობებით, ისტორიული წარსულით და ადამიანთა
საქმიანობით.
კლასს ვყოფ 3 ჯგუფად .
I ჯგუფი – საქართველოს კუთხეების თავისებურებების აღწერა.ლეგენდების ,
ისტორიული წყაროების მოძიება და ანალიზი.
II ჯგუფი – საქართველოს დიდ ქალაქებზე სხვადასხვა სახის ინფორმაციების
ფოტომასალების მოპოვება. საქართველოს ისტორიული ძეგლების შესწავლა.
III ჯგუფი – კუთხეების მიხედვით მთების, მდინარეებისა და ტბების შესწავლა.
ფოტომასალების გამოფენა. დიაგრამებისა და ცხრილების შედგენა ინტერვიუების
აღწერა.
მონაწილეთა ასაკი: 9 წელი
ვადები/ხანგრძლივობა: 4 თვე
პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში:
1– ლაშქრობის მოწყობა მარტვილის ეკლესიაში.
2 – ექსკურსიის მოწყობა ქალაქ ბათუმში.
მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეები შეისწავლიან და გაანალიზებენ საქართველოს ისტორიულ მხარეებს. ისინი უკეთ გაეცნობიან ქვეყნის ისტორიას, საქართველოს კუთხეებს. აიმაღლებენ ანალიზისა და კვლევის უნარ–ჩვევებს
ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი.
შედეგები: (7) მოსწავლე რუკაზე განსაზღვრავს ობიექტების მდებარეობას და ურთიერთმიმართულებას.
2.3 რუკაზე გამოარჩევს იმ გეოგრაფიულ ობიექტებს, რომლებიც უადვილებს საქართველოს ადგილმდებარეობის განსაზღვრას.
7.3 ასახელებს წაკითხული ტექსტის თემას, მსჯელობს ამ თემის შესახებ.
2.8 ტექსტის უკეთ გააზრების მიზნით სვამს კითხვებს წაკითხულთან დაკავშირებით.